რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში, უნდა გავზომოთ წლებში - გენერალი მილი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი  აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება.

„[ეს] უნდა გავზომოთ წლებში. არ ვიცი ათწლეულებში თუ არა, თუმცა წლებში ნამდვილად.
 ვფიქრობ ნატო, შეერთებული შტატები, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ამაში დიდხანს იქნებიან ჩართულნი,“ - თქვა მან.

მისი განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

წყარო: ამერიკის ხმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი