საბერძნეთი 12 რუს დიპლომატს აძევებს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების 12 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება საბერძნეთში რუსეთის ელჩს დღეს ეცნობა.

ცნობისთვის, პორტუგალიამ, იტალიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, ესტონეთმა, დანიამ და ლატვიამ სამშაბათს გამოაცხადეს, რომ რუს დიპლომატებსა და თანამშრომლებს თავიანთი ტერიტორიებიდან გააძევებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი