ომში მყოფი ქვეყანა დილით იღვიძებს და მოწმენდილ ცაზე ახსენდება, რომ საქართველოში ვიღაცას თავს დაესხას?! - ცისკარიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ომში მყოფი უკრაინა საქართველოდან კონტრაბანდაზე "მოწმენდილ ცაზე" განცხადებას ვერ გააკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რაღაც ხდება.

"პირდაპირ იმართებიან კრემლიდან, ისინი იმართებიან ნარიშკინის, ფსბ-ს აი ამ ხალხის ხელით და პრობლემაც ზუსტად ამაშია, რომ მაშინ როდესაც ჰიბრიდულ ომზე საუბრობენ პრაქტიკულად ჰიბრიდული ომი საკუთარ მოსახლეობასთან აქვთ გამოცხადებული, როდესაც ჩვენი, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინას უჭერს მხარს, ხოლო ესენი რუსეთს გულშემატკივრობენ.

ჩვენ ახლა ვის დავუჯეროთ, ომში მყოფი ქვეყანა, უმაღლესი თანამდებობის პირები, დილას იღვიძებენ და იმის მაგივრად საკუთარი საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე იფიქრონ, ახსენდებათ, რომ საქართველოში ვიღაცას თავს უნდა დაესხნენ, ესე უბრალოდ, მოწმენდილ ცაზე?! ცხადია რაღაც ხდება, ეს ხალხი არც სანქციებს არ უერთდება, კრემლის პროპაგანდისტები პირდაპირ აცხადებენ, რა მაგრად იქცევა საქართველო, ჩვენი მეგობრები არიან და საქებარ სიტყვებს პრემიერის მიმართ არ იშურებენ", - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ბრალდებას "ქართული ოცნება" უარყოფს და პირიქით, უკრაინას სთხოვს წარმოადგინოს მტკიცებულებები. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვა, რომ საჯაროდ, იმავე წყაროებითა და ფორმით უარყონ "აბსურდული განცხადებები". 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინას მოუწოდებს აღნიშნულზე მტკიცებულებები მიაწოდოს, ან ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა.

დღეს განცხადება გააკეთა დმიტრო კულებამ - ველოდებით მტკიცებულებებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი