
"ეს სერიოზული ბრალდებაა და საკითხი სამთავრობო არხების მეშვეობით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის უნდა გაირკვეს", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საუბრობს და უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"ეს არის სერიოზული ბრალდებები და ეს საკითხი უნდა გაირკვეს სამთავრობო არხების მეშვეობით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს საქართველოს გამოყენებას სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. ხშირად მესმის, რომ არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება, მაგრამ პუტინს შეუძლია, რადგან სწორედ მან დაიწყო ეს ომი და სანქციები არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს მასზე ზეწოლა. სანქციები კი უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი და მას უნდა უერთდებოდეს ყველა, ჩვენ ამ პროცესს დიდი ყურადღებით დავაკვირდებით.", - ამბობს კელი დეგნანი.