"არანაირი ნიშანი არ გვინახავს, რომ პუტინმა უკრაინის მიმართ ამბიციები შეცვალა" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის ამბიციები უკრაინასთან მიმართებით არ შეცვლილა.

"ჩვენ არ გვინახავს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი",-თქვა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსმა მხრი უნდა დაუჭიროს უკრაინას, ასევე გაგარძელოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და საკუთარი თავდაცვისა და შემაკავებელი ძალების გაძლიერება.

როგორც მან აღნიშნა, ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს და "ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი