პუტინი სულაც არ წყვეტს კიევის ხელში ჩაგდების მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა ყურადღება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე გადაიტანა - ამის შესახებ აშშ-ის და დასავლელი ოფიციალური პირები იუწყებიან, იტყობინება CNN.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია რა იყო პუტინის გრძელვადიანი მიზნები.
შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ პუტინი შეეცდება ხელახლა შეჭრას კიევის რეგიონში, როგორც კი ის დაასრულებს თავის მისიას დონბასში.
გარდა ამისა, როგორც ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, მათ არ სჯერათ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინასთან.
შეგახსენებთ, კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ რუსი ოკუპანტებისაგან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა.