აშშ-მა პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში მოხვდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მეუღლე და ქალიშვილი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და დმიტრი მედვედევი.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, მათ აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემასთან ასევე, აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაეყინებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი