"სანქციები არაა მუდმივი და შესაძლოა გაუქმდეს, თუ მოსკოვი უკრაინაში კურსს შეცვლის" | აშშ-ის მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

"აშშ-ის სანქციები რუსეთზე არ არის მუდმივი და შესაძლოა გაუქმდეს, თუ მოსკოვი შეცვლის კურსს უკრაინაში" - ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ჟურნალისტებთან საუბრობს.

"ერთ დღეს, თუკი პუტინი არჩეულ კურსს შეიცვლის, ნეგატიური შედეგები შენელდება და შესაძლოა შემობრუნდეს. ამ სანქციებთაგან არც ერთი არ არის მუდმივი. ერთადერთი ასპექტი, რომელიც მუდმივია, არის ის სიცოცხლე, რომელიც უკრაინელებს წაართვეს და ის ვერასოდეს დაბრუნდება უკან. სანქციები შექმნილია იმისთვის, რომ მოახდინონ რეაგირება ადგილზე არსებულ ვითარებაზე და შექმნან ბერკეტები იმ შედეგის მისაღწევად, რომელსაც ჩვენ ვეძიებით" - ამბობს სატელეფონო ბრიფინგზე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.

მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, რა უნდა გააკეთოს რუსეთის პრეზიდენტმა, რაც სანქციების მოხსნის ან შეცვლის საფუძველი გახდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი