გაუპატიურებული, ნაწამები და საკონტროლო გასროლით მოკლული ბავშვები. პუტინის ბოროტების არმიის სისასტიკე უკრაინის ომში ყველა ზღვარს გასცდა. მსოფლიო გაოგნებულია ტრაგიკული ისტორიების სიმძიმით, რომლეთა რაოდენობა ყოვედღიურად იზრდება. უმოწყალოდ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა და რუსი სამხედროების სამიზნედ ქცეული ბავშვები.
40-დღიან სისხლისღვრას უკვე შეეწირა 180-მდე მოზარდის სიცოხლე. გაცილებით მეტია იმ ბავშვების
რაოდენობა, ვისაც პუტინის ომმა ცხოვრება სამუდამოდ ტრაგედიად უქცია. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ერთ-ერთ კლინიკაში გაუპატიურებული და ნაწამები 40 ბავშვი გადაიყვანეს, სხეულზე ამოტვიფრული Z-ით და ამოგლეჯილი კბილებით.