მოძრავი კრემატორიუმები მარიუპოლში და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ბოროდიანკაში | პუტინის ომის 42-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

ბუჩას შემდეგ უმძიმესი ტრაგედიების ეპიცენტრი შესაძლოა კიდევ ერთი ქალაქი გახდეს. ბოროდიანკა საოკუპაციო ძალებმა დატოვეს, თუმცა მათი კვალი ყველა ქუჩას ეტყობა. ათობით ცხედარი დღეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაბომბილი სახლების ნანგრევებიდან ამოასვენეს. თითქმის ყველა მშვიდობიანი მოსახლე საკონტროლო გასროლითაა მოკლული.

ანალოგიურად შემზარავია ის, რაც ამ დრომდე მარიუპოლში ხდება. ვინც რუსულ ტყვიებს გადაურჩა, განადგურებულ ქალაქში შიმშილისგან იხოცება. თუმცა ყველაზე მძიმე მაინც წინაა. ოკუპანტების ქალაქიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა მარიუპოლი ყველაზე დიდი ტრაგედიის მოწმე გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში რუსეთის მოძრავი კრემატორიუმები გამოჩნდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი