გახდება თუ არა საქართველო კონტრაბანდული დერეფანი რუსეთისთვის? "ქართული ოცნების" რეაქცია უკრაინული დაზვერვის ბრალდებებზე სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. საქართველოს ხელისუფლების ლიდერები უკრაინელებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის და ფაქტების წარდგენის ნაცვლად აგრესიული რიტორიკის ფორმას ირჩევენ.
მმართველ პარტიაში, რომელიც ცდილობს არაფრით გააღიზიანოს მოსკოვი, დღეს საჯაროდ აღიარეს კიდეც, რომ ზელენსკის მთავრობას არ ენდობიან. ლარსის საბაჟო კი ამ ვითარებაში სრული დატვირთვით მუშაობს. საქართველო ჯერ არ შეერთებია დასავლურ სანქციებს და ქვეყნიდან რუსეთში ნებისმიერი საქონლის ექსპორტი - ლეგალურია.
სწორედ ეს მოცემულობა და შესაძლოა რეალური ფაქტების არსებობაც, უჩენს კითხვებს და ხდება ბრალდებების მიზეზი უკრაინისა და დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მისამართით.
ავტორი: გუგა მაისურაძე