გოსტომელში დაკარგულ მოქალაქეებს ისევ ეძებენ. ერთ-ერთი სახლის სარდაფში პოლიციამ 11 მოკლული ადამიანის ცხედარი იპოვა.
უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი სნაიპერები ცოცხალ ადამიანებზე სროლაში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ცხედრებს სარდაფებსა და ფარეხებში მალავდნენ.
გოსტომელში კომენდანტის საათი გამოცხადდა იმის გამო, რომ მოსახლეობამ, რომელიც ნახევრად განადგურებული ქალაქის მიუხედავად, იქ მაინც ბრუნდება, შესაბამის სამსახურებს ტერიტორიის გაწმენდაში ხელი არ შეუშალოს.