ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შეხვედრაზე უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემის, ასევე, სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებას განიხილავენ.
"როგორც იცით, ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფდნენ უკრაინის მხარდაჭერას მრავალი წლის განმავლობაში, წვრთნიდნენ უკრაინულ ჯარებს. ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ აღჭურვილობას, რათა დაიცვათ თქვენი უფლება თავდაცვაზე, როგორც ეს გაეროს ქარტიაშია გაწერილი. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების, ასევე, სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას", - თქვა სტოლტენბერგმა.
ამავე თემაზე: