რუსები ჩერნობილში თხრილებს რადიოაქტიურ ზონაში თხრიდნენ - უკრაინის თავდაცვა ვიდეოს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვა ავრცელებს დრონით გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს თხრილები და ტანკების ნაკვალევი "წითელ ტყეში", ერთ-ერთ ყველაზე რადიოაქტიურ ადგილას ჩერნობილის ზონაში.

"რუსულმა სარდლობამ თავის ჯარისკაცებს უბრძანა 2022 წლის მარტში რადიოაქტიურ წითელ ტყეში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად გათხარონ სიმაგრეები", - წერს თავდაცვა.

წითელი ტყე ჩერნობილის ატომური კომპლექსიდან სულ რაღაც 500 მეტრშია. 

რუსულმა ჯარებმა ჩერნობილი აიღეს უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, 24 თებერვალს. გასულ კვირას კი მათ ტერიტორია დატოვეს. უკრაინის Energoatom-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა რადიაციის "მნიშვნელოვანი დოზები" მიიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი