ავსტრალია სანქციებს კიდევ 67 რუსს უწესებს

გამოქვეყნდა:

ავსტრალიამ 67 რუსი ოფიციალური პირის მიმართ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციები ეხებათ ცნობილ რუს ბიზნესმენებს, მაღალჩინოსნებს, სამხედროებს, მათ შორის ვიცე-პრემიერ, დიმიტრი გრიგორენკოს, ეკონომიკის მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს და პოლიტიკოს ალექსანდრე ბაბაკოვს.

უახლეს სიაში მოხვდა გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც პასუხისმგებელია უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში, მათ შორის მარიუპოლში თეატრის დაბომბვაზე.

სანქციების ბოლო რაუნდი ბუჩას და კიევის სხვა ქალაქებში ჩადენილ დანაშაულებს მოჰყვა.

ჯამში ავსტრალიის მიერ სანქცირებული პირების რაოდენობა დაახლოებით 600-მდე გაიზარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი