აშშ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, მათ შორის იქნება "ჯაველინები". ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ტონი ბლინკენმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი და სხვა პარტნიორები უკრაინას თითო რუსულ ტანკზე 10 ტანსკაწინააღმდეგო სისტემას გადასცემენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინას აწვდის და მომავალში მიაწვდის 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეული რუსული ტანკისთვის. ვიმეორებ, 10 "ჯაველინს" თითო ტანკისთვის. მივაწვდით ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ, რათა თავი ეფექტურად დაიცვან როგორც მიწაზე, ასევე ჰაერიდან", - თქვა ენტონი ბლინკენმა.