რუსეთში, ფსკოვის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში, ომში წასვლაზე უარი თქვა - BBC

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ფსკოვის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე უარი თქვა
ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაზეთი Pskovskaya Gubernia თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ომის პირველი დღეების შემდეგ ისინი ჯერ ბელარუსში გადაიყვანეს, შემდეგ კი ფსკოვში დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს. Pskovskaya Gubernia-ს ინფორმაციით, სამხედროების უმეტესობა სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგს კი სისხლის სამართლის საქმეებით ემუქრებიან.
ამჟამად ადგილზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.

მედიის ინფორმაციითვე, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. 

კრასნოდარში სამხედროებმა, სპეცრაზმმა ხაკასეთიდან (ციმბირი),  კონტრაქტორებმა კალინინგრადიდან უარი განაცხადეს ომში წასვლაზე.

ადვოკატმა მაქსიმ გრებენიუკმა, „სამხედრო ომბუდსმენის“ საზოგადოების ავტორმა, Mediazona-ს უთხრა რომ 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის ერთი რეგიონიდან,  უარს ამბობს უკრაინაში, ომში წასვლაზე.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი