საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
ინფორმაციას უკრაინის საელჩო ავრცელებს და წერს, რომ შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოში იძულებით მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნასა და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსურ დახმარებას.
საელჩოს ცნობით, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია მზად არის, საკრებულოსთან ერთად, თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის "უკრაინელი გმირების" სახელის მინიჭებისთვის იმუშაოს.