"გთავაზობთ სამართლიან შეთანხმებას... თქვენ გვეხმარებით, ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში" - ასე მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება G7-ს.
"მადლიერი ვარ დიდი შვიდეულის მინისტრების, რომ მომიწვიეს. განვიხილეთ უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების ახალი გზები. უკრაინა სამართლიან შეთანხმებას გთავაზობთ: მსოფლიო გვაძლევს ყველა დახმარებას, რომელიც გვჭირდება, ჩვენ ვიბრძვით და ვამარცხებთ პუტინს უკრაინაში", - წერს კულება.