NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდასაჭერად ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ მან NATO-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფთხო კომუნიკაციები და კიბერ-უსაფრთხოება.
ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის კი ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ახალი პაკეტი..." - ამბობს სტოლტენბერგი.
აქვე, მან აღნიშნა, რომ NATO-ს არაწევრი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ავსტრალია და იაპონია, ესწრებოდნენ შეხვედრას, რადგან რუსეთის ქმედებებს გავლენა ჰქონდა გლობალურ უსაფრთხოებაზე.