"მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას და აირჩია ისტორიის სწორი მხარე" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც აშშ-ის რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 
მადლობა გადაუხადა. 

"რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლება ახლახან შეუჩერდა. ომის დამნაშავეებს ადგილი არ აქვთ გაეროს ორგანოებში, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას. მადლობა ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს ასოციაციის რეზოლუციას და აირჩიეს ისტორიის სწორი მხარე"- წერს დმიტრო კულება

გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. კენჭისყრის შედეგებით, რუსეთისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერებუს მომხრე 93 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი - 24; თავი შეიკავა 58-მა ქვეყანამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი