აშშ-მ საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ "უკრაინას დონბასში ოპერაციებისთვის ინფორმაციას აწვდის"

გამოქვეყნდა:

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ აშშ უკრაინულ ძალებს აწვდის დაზვერვას დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, ოსტინს ჰკითხეს, აწვდიდა თუ არა შეერთებული შტატები ინფორმაციას, რათა რუსული ძალების წინააღმდეგ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ან ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმების განხორციელებაში დახმარებოდა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ…დაზვერვით, რომ ჩაატარონ ასეთი ოპერაციები… დონბასში. ეს სწორია“, - თქვა ოსტინმა სენატორის, ტომ კოტონის კითხვის პასუხად.

ამასთან, ოსტინმა თავის პასუხში ყირიმი არ ახსენა. ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონი დღეს უკრაინას 
„განახლებულ მითითებებს“ გაუგზავნის, მაგრამ ის ცალსახად არ ასახელებს, რას მოიცავს ეს მითითებები.

ცნობისთვის, სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ აღიარა აშშ-ის როლი უკრაინის ოპერაციებში, კერძოდ სადავო რეგიონში დონბასში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი