რუსი ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთით რკინიგზას ბომბავენ - უკრაინის რკინიგზის წარმომადგენელმა
თქვა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რკინიგზით შეუძლებელი გახდა, რადგან ოკუპანტებმა იქიდან მიმავალი ერთადერთი რკინიგზა, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, ააფეთქეს.
"მტერმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ბარვენკოვოს (ხარკოვის ოლქი) სადგურთან, დონეცკის რკინიგზის მახლობლად ესტაკადაზე. ეს არის ერთადერთი სარკინიგზო გასასვლელი, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა სლავიანსკი, კრამატორსკი და ლიმანი. სიცოცხლის გზა ახლა ათიათასობით ჩვენი მოქალაქისთვის", - ამბობს უკრაინის რკინიგზის დირექტორი,ალექსანდრ პერცოვსკი.
ამრიგად, მისი თქმით, სამი საევაკუაციო მატარებელი დროებით გადაკეტილი დარჩა სლავიანსკსა და კრამატორსკში.
"სიტუაციის გასარკვევად ველოდებით დაბომბვის დასრულებას. სლოვიანსკსა და კრამატორსკში სამი საევაკუაციო მატარებელი დროებით დაიბლოკა. დაბლოკილი მატარებლების მგზავრები სიტუაციის გარკვევამდე სადგურზე არიან მოთავსებული", - აღნიშნა მან.