"ვხვდებით სამხედროებს, რათა გავიგოთ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეთ მოლაპარაკებებში და რა არის მათთვის მიუღებელი" | დავით არახამია 

გამოქვეყნდა:

"მოლაპარაკებებში ჩვენი ამოცანაა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების იურიდიულად კონსოლიდაცია. სამხედროების ძალა და გამბედაობა ჩვენთვის მოლაპარაკების პოზიციას აყალიბებს" - ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის უცვლელი წევრი, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია საკუთარ ტელეგრამის არხში წერს. 

"დღეს ჩერნიგოვის რაიონში ვესაუბრეთ ოპერატიული სარდლობის "ჩრდილოეთის" საბრძოლო მეთაურებს. გვინდოდა გაგვეგო მათი პოზიცია იმის შესახებ, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეთ და რა არის მიუღებელი. ძალიან სასარგებლო იყო ამაზე დახურულ ფორმატში საუბარი",- წერს არახამია. 

დავით არახამიას თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება ვიზიტი სხვა რეგიონებში და მსგავსი შეხვედრები სხვა სამხედროებთანაც გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი