ლატვიამ 9 მაისი უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ამ დღეს ქვეყანაში "გამარჯვების დღის" აღნიშვნა აიკრძალება და ის გლოვის დღედ გადაიქცევა.
8-9 მაისს ქვეყანაში არ გაიმართება სადღესასწაულო და გასართობი ღონისძიებები. ასევე, ამ დღეებში აკრძალული იქნება ფეირვერკები.