ევროკავშირი ამტკიცებს სანქციების ახალ, მეხუთე პაკეტს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გამო - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთი ავრცელებს, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეა.
ეს პაკეტი აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აწესებს აკრძალვებს ახალ სფეროებზე და მოიცავს:
- სანქციებს ოლიგარქების, რუსი პროპაგანდისტების, უსაფრთხოებისა და სამხედრო აპარატის წევრების, ასევე, ინდუსტრიულსა და ტექნოლოგიურ სექტორში მომუშავე სუბიექტებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან.
- რამდენიმე რუსული ბანკის აქტივების გაყინვას;
- რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას;
- რუსეთის იარაღზე ემბარგოს;
- რუსეთში 10 მილიარდი ევროს ღირებულების (მაღალტექნოლოგიური საქონლის ჩათვლით), ექსპორტის აკრძალვას
- რუსეთიდან 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტის აკრძალვას: ნედლეული და კრიტიკული მასალები;
- რუსეთის დროშით მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას;
- რუსულ და ბელორუსულ საავტომობილო გადამზიდების აკრძალვას.
ცნობისთვის, ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება.