"ოკუპანტები ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ... ისინი დაღუპულებს დეკორაციასავით ექცევიან" | ზელენსკის ახალი მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ოკუპანტები ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ... ისინი დაღუპულებს დეკორაციასავით ექცევიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 43-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

გთავაზობთ მის მიმართვას, ქართულ ენაზე:

ძვირფასო უკრაინელებო,

ფართომასშტაბიანი ომის 43-ე დღეც დასრულდა. ომის, რომელმაც უკრაინის, რუსეთისა და მთელი მსოფლიოს შესახებ ძალიან ბევრი ჭეშმარიტება გამოავლინა. ამ ომმა გამოავლინა, როგორ არ იმჩნევდნენ ბევრ რამეს უკრაინისა და უკრაინელების შესახებ, ასევე როგორ უჯერებდა მსოფლიო სხვა ქვეყნის პროპაგანდას და რუსეთის მითებს. ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით. ამაში დარწმუნებული ვარ.

ვინ მოახერხა იმდენი, რამდენიც უკრაინელებმა, ვის აღმოაჩნდა ტირანიასთან ბრძოლის იმაზე მეტი გამბედაობა და ძალა, ვიდრე უკრაინას. ვის აღმოაჩნდა იმაზე მეტი ძალა, რუსეთისთვის ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში იმაზე მეტი წინააღმდეგობა გაეწია, ვიდრე ეს უკრაინამ გააკეთა. ან ვის შეეძლო შიშველი ხელებით შებრძოლებოდა რუსეთის სამხედრო ძალას, ტანკებსა და ჯავშანტექნიკას.

მსოფლიოს იმის 10% გამბედაობა რომ გააჩნდეს, რაც უკრაინელებს აქვთ, მსგავსი საფრთხეები არ შეიქმნებოდა. ერებს საფრთხე არ შეექმნებოდა. ვიწყებთ ახალ კამპანიას, რათა მსოფლიოს ვასწავლოთ, რომ იყვნენ უფრო გაბედულები, ისეთივე, როგორ უკრაინელები. პირველი შედეგები გვაქვს - ეს სანქციებს ეხება რომელიც რუსეთს დაუწესეს, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე შედეგები გვაქვს, რადგან რუსეთი არ ჩერდება.

თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ რამდენიმე დღეა სანქციების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ეს სანქციები ისე რომ მუშაობდეს, როგორც საჭიროა, მის მნიშვნელობაზე არავინ ისაუბრებდა. დამიჯერეთ, უფრო მეტი სანქციაა საჭირო. შეზღუდვები უფრო გაბედულად უნდა მიიღოთ. პირველ რიგში, უკრაინას შეიარაღება სჭირდება, რომელიც ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება. ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველაზე დიდი სანქცია.

სიახლეები გვაქვს დიპლომატიური ფრონტიდანაც, სადაც რუსეთი ეტაპობრივად მარცხდება. გაერომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში წევრობა შეუჩეროს. ეს სამართლიანი და ლოგიკურია. ეს გადაწყვეტილება ბრძოლის შედეგად დადგა, მადლობა იმ ქვეყნებს, ვინც ამას მხარი დაუჭირა. რუსეთს არაფერი ესაქმებოდა ადამიანის უფლებების კონცეფციასთან. შესაძლებელია ეს ოდესმე შეიცვალოს, თუმცა ახლა არა რადგან რუსეთი და რუსული არმია, თავისუფლების, ადამიანების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წამოადგენს. ბუჩას შემდეგ ეს ნათლად გამოჩნდა.

დაიწყო ბოროდიანკაში შენობების ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები. იქ ოკუპანტების ქმედებებს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა. რა მოხდება, როდესაც მსოფლიო მარიუპოლში მტრის მიერ ჩადენილ სისასტიკეზე სიმართლეს გაიგებს. იქ ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ ბუჩაში, ამ კიევის ოლქის სხვა ქალაქში იხილა.

ინფორმაცია გვაქვს, რომ ოკუპანტები ცდილობენ თავიანი მსხვერპლი უკრაინელ ჯარისკაცებს დააბრალონ. ამასთან დაღუპულების ცხედრებს აგროვებენ და ფაქტების დამალვას ცდილობენ. შეიძლება პროპაგანდისტული სცენარებისთვის ამ ადამიანების ცხედრები სხვა ადგილებში გამოიყენონ. ოკუპანტები ცხედრებს ისე ექცევიან, როგორც დეკორაციებს. ეს პროპაგანდისტული რეკვიზიტია, რაც ცალკე სამხედრო დანაშაულია. მტერი ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. ჩვენ გამოვიძიებთ. ყველა მკვლელი ნაპოვნი იქნება, ყველა ვინც აწამებდა და ძარცვავდა, დაისჯება.

კიევში სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლები ნელ-ნელა ბრუნდებიან. მადლობა გამბედაობისთვის. ეს მტრისთვის ნათელია მაგალითია. ეს მკაფიო სიგნალია, რომ კიევი უკრაინელების არის და არა რუსეთის გუბერნია. მტრის ყველა მოქმედებას და გადაადგილებას ვაკვირდებით და ვაანალიზებთ.

მედგრად ვდგავართ. ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას, - აცხადებს ზელენსკი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი