ავსტრალიამ პირველი სამი Bushmaster-ის ჯავშანმანქანა უკრაინაში უკვე გაგზავნა. ქვეყანა უკრაინას სულ 20 Bushmaster-ს გადასცემს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას სამხედრო დახმარება ითხოვა.
Bushmaster-ის მანქანები გამოიყენება ომის ზონაში ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაყვანად - ისინი არ იქნება გამოყენებული შეტევისთვის. ავსტრალია ადრე ამ საბრძოლო მანქანებს იყენებდა ისეთ საომარ ზონებში, როგორიცაა ავღანეთი და ერაყი.
ავსტრალიამ 142 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, დააწესა სანქციები რუს პირებზე და ნავთობის იმპორტზე.