ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში მატარებლით გაემგზავრა.
Deutsche Welle-ს ცნობით, მან გუშინ ღამით დატოვა პოლონეთის ქალაქი ფშემისლი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს.
ფონ დერ ლაიენთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი ედუარდ ჰეგერი და რამდენიმე ევროპარლამენტარი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქს ეწვევა.