ცილისმწამებლური, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებაა - ღარიბაშვილი უკრაინის დაზვერვის ცნობაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი უკრაინის დაზვერვის მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს, ხოლო ამ საკითხში მთავრობის ჩართვას, აბსურდს. მისი თქმით, საქართველო არასდროს დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გადატანას.

ღარიბაშვილის აზრით, უკრაინის დაზვერვის ეს ცნობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

"ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნება წარმოდგენილი, და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო. 

მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის აზრით, სხვადასხვა უწყებამ ამ ბრალდებას კომპეტენტური პასუხები გასცა.

"საქართველო არასოდეს, არასოდეს, ვიმეორებ, არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა და მითუმეტეს რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება", - თქვა მან. 

პრემიერის თქმით, სრულ კოორდინაციაში არიან უცხოელ პარტნიორებთან, ცვლიან ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია "მგრძნობიარე საკითხებთან და ფიქრობს, არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი