Lend-Lease პროგრამა ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი იქნება ათასჯერ უფრო დაცული... ახლა არის მოქმედების დრო, რომ საქართველო არ გაიყიდოს - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

უკრაინა იმარჯვებს ამ ომში. მან მოიგო უკვე კიევის ბრძოლა, რაც იყო გადამწყვეტი ბრძოლა, ახლა არის ხარკოვისთვის დიდი ბრძოლა წინ, რომელსაც უკრაინა ასევე მოიგებს და დონბასისთვის დიდი ბრძოლა, სადაც რა თქმა უნდა, უკრაინა საბოლოო ჯამში გამოვა გამარჯვებული - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა აშშ-ს სენატის მიერ მიღებულ ე.წ. Lend-Lease პროგრამას:

"გუშინ აშშ-ს სენატმა მიიღო Lend-Lease-ის პროგრამა, ეს ნიშნავს რომ უკრაინა მიიღებს შეუზღუდავი რაოდენობის იარაღს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი იქნება ათასჯერ უფრო დაცული და ეს შეეხება ნორმალურ პირობებში საქართველოსაც." თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას რეგიონებში გასვლაზე:

"რა თემაზე უნდა მოუყვეთ, ბენიზინი როგორ ღირს 5 ლარი თითქმის, თუ ხალხი როგორ ღატაკდება და გასაქცევიც არსად აქვს, მიტომ, რომ უკრაინელებმა გაავსეს ევროპა. საუბარია იმაზე, რომ ახლა მოქმედების დროა. ხალხი ჩვენგან ელის მოქმედებას. აღარ აქვს მნიშვნელობა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ახლა არის დრო მოქმედების იმისთვის, რომ  საქართველო არ გაიყიდოს. მეგობრებო, საქართველო თუ ჩააბარეს, მერე დაიწყება სისხლისღვრა." თქვა მესამე პრეზიდენტმა. 

მან გაიხსენა აფხაზეთის და აგვისტოს ომები და აღნიშნა, რომ ოკუპანტმა რუსებმა მაშინ დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, როდესაც აფხაზეთში ქალაქები დაეცა:

"როცა ბარდები მერე იწყება შემოსვლა, გაუპატიურება, განადგურება და მოსპობა შენი ქვეყნის და დღეს ჩვენ ქვეყანას პირდაპირ აბარებენ, ამიტომ ახლა აღარ არის დრო პარტიებად, სიმპათიებად და ანტიპათიებად დაყოფის. ხალხი ელის ჩვენგან ერთობას და მნიშვნელოვან ცვლილებებს და ხალხი ამისთვის არის მზად." თქვა მიხეილ სააკაშვილმა.  

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია ეროვნული ერთიანობის მთავრობა, არჩევნების ჩატარება და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობა - "ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას. თუ ახლა არ შევძელით, იცოდეთ რომ ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმავე უკრაინიდან, ამერიკიდან, ვინ მივა უკრაინასთან დღევანდელი წარმომადგენლებიდან? როდესაც ამდენ შეურაცხყოფას აყენებენ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მათი და ჩვენი ისტრიის. მე ამას ვლაპარაკობ როგორც ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე" - ამბობს მესამე პრეზიდენტი.  

მისივე თქმით, "რუსული ხომალდი იძირება", რუსეთი დაშლისკენ მიდის" და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი