ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის არქივი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელების მიერ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შეგროვებული გრძელვადიანი არქივი რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრ სიროტა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ჩერნობილის ზონაში რუსებმა შენობების თითქმის ყველა ოფისი, მნიშვნელოვნად დააზიანეს და გაძარცვეს.

"ეს არის ყველაფერი, რაც რჩება ჩვენი ჩერნობილის დოკუმენტებიდან და არქივებიდან. რასაც ჩვენ ვაგროვებდით ათწლეულების განმავლობაში, რუსებმა ნაგავში გადაყარეს... დამპყრობლებმა მოიპარეს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ქონება, არამედ თანამშრომლების პირადი ნივთებიც.

ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის ღირებულება 6 მილიონი ევრო იყო. ეს იყო უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და ახერხებდა მომსახურების გაწევას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპებზე", - წერს ალექსანდრ სიროტა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი