რუსი ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურებას განაგრძობენ. უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინტერვიუ, სადაც ქალი ყვება, რომ რუსებმა მხოლოდ იმის გამო გააუპატიურეს, რაც მეზობელმა მათ უთხრა, რომ უკრაინელი სამხედროს ცოლი იყო.
3 აპრილს, დაახლოებით დღის 3 საათზე მაღაზიაში შევედი და რიგში ჩავდექი. ამ დროს შემოვიდნენ რუსები და ადგილობრივ მოსახლეობას გამოელაპარაკნენ. არ ვიცი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩემკენ გამოიშვირა თითი და სამხედროებს უთხრა, აი ეს არის ბანდერელიო. ასეთების გამო დაიწყო ომი და ყველაფერი მათი ბრალიაო.
მე სწრაფად გამოვედი მაღაზიიდან, იმიტომ რომ ამ სამხედროებმა უკვე ალმაცერად შემომხედეს. სახლამდე მისვლაც კი ვერ მოვასწარი. ვერაფერი მოვასწარი, ტელეფონის ამოღებაც კი ვერ შევძელი.
დამაგდეს ძირს, ავტომატი მომიშვირეს და გამხადეს. სადღაც დილის 4 საათზე წავიდნენ. ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ. მლანძღავდნენ მხოლოდ და მერე უცებ თქვეს, ჩვენი მორიგეობის დრო მოდის და უნდა წავიდეთო. საშინლად ვარ, ცხოვრება აღარ მინდა. მჯერა, რომ აქ უკრაინა იქნება და ჩვენები შურს იძიებენ, - ამბობს ის.