"ადამიანებს აწამებენ, კლავენ... ხეებზე კიდია გვამები" | მარიუპოლში გადარჩენილი უკრაინელები საქართველოში თავშესაფრებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში, ოკუპანტის ბომბებს გადარჩენილი უკრაინის მოქალაქეები საქართველოში თავშესაფრებს ეძებენ - ომში მყოფ ქვეყანაში ოჯახები გადარჩენისთვის იბრძვიან და ცდილობენ, თავი დააღწიონ პუტინის ჯარების სისასტიკეს, რომელმაც მარიუპოლი მიწასთან გაასწორა.

"ყველამ ნახა კადრები ბუჩადან და გოსტომელიდან. იქ გვყავს ნათესავები და მეგობრები ეს არის ჯოჯოხეთი. ადამიანებს აწამებენ, კლავენ, ხეებზე კიდია გვამები. ყველაფერს კიდევ არ ავრცელებენ სოციალურ ქსელში, რასაც რუსეთი გვიკეთებს, რადგან ამის ატანა აღარ შეუძლია ხალხს",- ამბობენ უკრაინელები. 

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილია. მათი დიდი ნაწილი კი სწორედ მარიუპოლიდანაა. ლტოლვილებს შორის 4 ათასზე მეტი ბავშვია, რომლებმაც თბილისში ჩამოსასვლელად უმძიმესი გზა გამოიარა. 

"რუსები გვბომბავდნენ ყველა მხრიდან. ერთადერთი გზა არის გაქცევა. რამდენიმე კვირა ვიყავით  უშუქოდ, უწყლოდ, გათბობის გარეშე. დაბომბილია ჩვენი სახლი",- ყვებიან მარიუპოლის მცხოვრებლები. 

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი ამ დრომდე რუსების პრიორიტეტული სამიზნეა, მაგრამ ოკუპანტები ამ დრომდე მის აღებას ვერ ახერხებენ. 

ავტორი: ნინა ხუბუტია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი