რუსული მოიერიშეების სასტიკ თავდასხმას რკინიგზის სადგურზე, რომელმაც 39 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, დასავლეთი დამატებითი სანქციებით პასუხობს. განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკვე გააკეთა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად პუტინის შვილებსა და სერგეი ლავროვის ოჯახს შეზღუდვებს უწესებს დიდი ბრიტანეთი, დიქტატორი პუტინის გარემოცვასა და კრემლის ელიტას ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება ეკრძალებათ, ქონება კი დაყადაღებულია.
ამერიკის ე.წ. შავ სიაში ახალი ფიგურანტებიც გამოჩდნენ. 2 ახალი რუსული საწარმო შეერთებულ შტატების ფინანსურ სისტემასთან წვდომა აღარ აქვს.