ახალი დანაშაული და ისევ თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე | პუტინის ომის 44-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ უკრაინა საბრძლო მოქმედებების მთავარი ეპიცენტრი ხდება. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა ამტკიცებს, რომ კრემლი საოკუპაციო ძალების მობილიზებას სწორედ დონბასზე ახდენს. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს რუსული არმია სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, თუმცა უშედეგოდ. წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, პუტინის სისხლიანმა რეჟიმმა შეტევა დღეს კვლავ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიიტანა. 

პუტინის შურიეძიების სისასტიკეს საზღვრები კვლავ არ აქვს. დღეს დილით ქალაქ კრამატორსკის ცენტრალური სადგური, სადაც ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რუსული რაკეტებით დაიბომბა. მსხვერპლი დიდია. უშუალოდ სადგურის სიახლოვეს ჩამოგდებულმა რაკეტამ წარწერით "ბავშვებისთვის" 39 ადამიანი იმსხვერპლა. მოკლულს შორის არიან მცირეწლოვნები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი