ევროკავშირმა კიევში გამართულ კონფერენციაზე პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომელიც უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში წინ წაიყვანს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კითხვარის კონვერტის მიღებისას, ზელენსკიმ ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ის ერთ კვირაში მზად იქნება.
”რუსეთი გადავა ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაში, ხოლო უკრაინა მიისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, ეს არის ის, რაც მე ვხედავ”, - თქვა მან.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა დასძინა, რომ 7 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შეაგროვოს და წარუდგინოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ომის დანაშაულების მტკიცებულებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგატები მალე დაბრუნდებიან დედაქალაქში და სჯერა, რომ უკრაინაში საელჩოებიც მალე დაბრუნდება.