კრამატორსკში მომხდარი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

"უკრაინელები ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა და კრამატორსკზე მომხდარი თავდასხმა კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ვლადიმირ პუტინის დამარცხების აუცილებლობას, რისთვისაც ევროკავშირი უკრაინას მეტი იარაღით დაეხმარება.​

"კრამატორსკში მომხდარი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ პუტინი დამარცხდეს და უკრაინამ ეს ბრძოლა მოიგოს, რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებით. ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარება და რა თქმა უნდა, იარაღის მიწოდებაც. უკრაინა აუცილებლად მიიღებს იარაღს. უკრაინელები ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლაში გადაწყდება რა გვექნება მომავალში, სისტემა, რომელშიც ძალა აღმართს ხნავს თუ კანონის უზენაესობა", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

შეგახსენებთ, კრამატორსკში სადგური მაშინ დაბომბეს, როდესაც ათასობით ადამიანი ევაკუაციის მატარებელს ელოდა. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი