თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიზანია, რუსეთს თავის ომის დაფინანსება მაქსიმალურად გაუჭირდეს.
როგორც მან აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში, რუსეთმა ან თავისი შეზღუდული რესურსები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დეფოლტი არ მოხდეს, ან გააგრძელოს ომის დაფინანსება და დეფოლტი განიცადოს.
"ბოლო 6 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, ვხედავთ მოვლენებს, რომლებსაც თავად პრეზიდენტმა უწოდა სამხედრო დანაშაულები და კრამატორსკში მომხდარი თავდასხმა ამის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ დახმარებას გავუწევთ უკრაინას ამ თავდასხმის გამოძიებაში, რათა ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს და პარალელურად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გავაგრძელებთ.
ჩვენი მიზანია, პუტინს მაქსიმალურად გაუჭირდეს თავისი ომის დაფინანსება. როგორც ჩვენ ვნახეთ, რუსეთმა ან თავისი შეზღუდული რესურსები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დეფოლტი არ მოხდეს, ან გააგრძელოს ომის დაფინანსება და განიცადოს დეფოლტი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთში 15%-იაი ინფლაციაა. 600-მა კერძო კომპანიამ დატოვა ეს ქვეყანა და ამ ყველაფერს იმ შედეგებამდე მივყავართ, რომელიც ჩაფიქრებული ჰქონდა მსოფლიოს", - თქვა ჯენ ფსაკიმ.