უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა წერს, რომ უკრაინაში რუსი ოკუპანტები მედიის წარმომადგენლებს აწამებენ და კლავენ. დენისოვას ინფორმაციით, ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი რუსმა სამხედროებმა ჯერ დაატყვევეს, შემდეგ კი დახვრიტეს.
"ის დაატყვევეს რასისტებმა, რომლებმაც მოგვიანებით დახვრიტეს. ოკუპანტებმა რეჟისორის ცხედარი ქუჩაში გადააგდეს. მისმა მეუღლემ, სიცოცხლის რისკის ფასად, ცხედარი ბლოკირებული ქალაქიდან გამოასვენა და ლიეტუვაში გადაასვენა. რეჟისორის გარდაცვალების რეალური მიზეზი, მისი მეუღლის უსაფრთხოების გამო აქამდე არ სახელდებოდა",-თქვა მან.
უკრაინის ომბუდსმენის ცნობითვე, ჟურნალისტი, მწერალი, მოხალისე, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირისა და უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი ევგენი ბალი ასევე რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. ის 18 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის მახლობლად საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
როგორც ლუდმილა დენისოვა წერს, ევგენი ბალის დაკავების სავარაუდო მიზეზი, უკრაინელ სამხედროებთან "მაკომპრომეტირებელი" ფოტოები გახდა. ის სამ დღეში ნაცემი გაათავისუფლეს, 2 აპრილს კი გარდაიცვალა.
ის რუსი ოკუპანტების წამების შედეგად გარდაიცვალა - წერს დენოსივა