33 წლის წინ, ქართველები იბრძოდით იმ ქვეყნების თავისუფლებისთვისაც, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს - გონჩარენკოს ჩართვა რუსთაველზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელარუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ამ სიტყვებით რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს, პირდაპირი ჩართვისას მიმართა. 

"თქვენ, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდო თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენდა რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველებო დახოცეს, ჯოხებით, ნიჩბებითა და გაზით. გავიდა 30 წელი და საქართველოს ნაწილი ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უკრაინის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დღეს კი რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიითა და რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მოვიგებთ, იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო, ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელარუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას. დიდება უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს",-თქვა გონჩარენკომ.

ჩვენი თავისუფლებისთვის - პარლამენტის წინ აქცია 9 აპრილის 33 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი