ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ...დამატებით €500 მილიონი გზაშია, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, twitter-ზე წერს, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს, ასევე გააგრძელებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

"ვბრუნდები მკაფიო გეგმით:

1. ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. ევროპის სამშვიდობო ფონდიდან დამატებით 500 მილიონი ევრო უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა.

3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასშტაბური სანქციები, თუმცა საჭიროა გაკეთდეს მეტი ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

4. ოთხშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები",-წერს ბორელი.

8 აპრილს ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლეიენთან ერთად უკრაინაში ჩავიდა. ევროპელმა ლიდერებმა კიევში გამართულ შეხვედრებამდე, ბუჩა მოინახულეს და საკუთარი თვალით ნახეს რუსულ სისასტიკეს შეწირული ადამიანები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი