ევროკომისია უკრაინისა და ლტოლვილთა მიმღები ქვეყნებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ევროკომისია უკრაინისა და ლტოლვილთა მიმღები ქვეყნების დასახმარებლად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"€ 600 მილიონი… წავა უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებაში და ნაწილობრივ გაეროში… და 400 მილიონი ევრო წავა მოსაზღვრე ქვეყნებში, რომლებიც ასეთ შესანიშნავ საქმეს აკეთებენ და ეხმარებიან ლტოლვილებს, რომლებიც იქ ჩადიან",- თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ამასთან, ვარშავაში ღონისძიება სახელად Stand Up For Ukraine ჩატარდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკომისიის, კანადისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Global Citizen-ის მიერ. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ბიზნესმენებმა და ბანკირებმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 10.1 მილიარდი ევრო შეაგროვეს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი