გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა ომის დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
"ეს არის ის, რასაც ვერ დავივიწყებთ. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ, რომ ეს ომის დანაშაულია. ეს ომის დანაშაულია, რომელსაც არ შევეგუებით, მათ ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ",-თქვა შოლცმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვის იარაღის მიწოდებას.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც უკრაინელებმა კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ბუჩა დაიბრუნეს, ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული და ნაწამები იპოვეს.