მე საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, ისევ აღდგება - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბორის ჯონსონი კიევში დღეს მოულოდნელად ჩავიდა და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ომში მყოფ ქვეყანას.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ბევრი რამ მენახა თქვენს ლამაზ ქვეყანაში. ის შესანიშნავი ქვეყანაა. მე ასევე ვნახე ომის ტრაგიკული შედეგები, გაუმართლებელი ომის, აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასაჭირო ომის. მაგრამ კიევში ყოფნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თქვენი გუნდის მოსმენის შემდეგ, მე საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინა, ისევ აღდგება. მადლობა უკრაინელი ხალხს გმირობისა და გამბედაობისთვის, დიდი მადლობა. დიდება უკრაინას" - განაცხადა ჯონსონმა
ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დღეს კიევის ქუჩებში გაისეირნა.
დღესვე ცნობილი გახდა იმ დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუწევს.