აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარმას ინფორმაციით, მარიუპოლში დაახლოებით 10 000 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ამასთან დაკავშირებით მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.
პალამარმას თქმით, ომის 45-ე დღეს მარიუპოლის ქალაქიდან "აღარაფერია დარჩენილი". როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მოსახლეობას არ აქვს გათბობა, წყალი და საკომუნიკაციო არხები.
"რუს სამხედროებს მძევლად აჰყავთ ადამიანები. ჩვენი ინფორმაციით, 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული იმ დანაშაულების შედეგად, რომელსაც ეს ბარბაროსები ჩვენ ტერიტორიაზე ახორციელებენ. ჩვენ ასევე გვაქვს ნივთმტკიცებულებათა ბაზა, იმ ადამიანების, რომლებიც დაკავებული გვყავს, ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ჩვენთან მოკლული ადამიანების დიდი რაოდენობით ოქროს ბეჭდები და საყურეები. მარიუპოლში არ არის წყალი, გაზი, სითბო, კავშირი. მხოლოდ ერთი ბოძია, რომელზეც დაყენებულია კავშირის აპარატურა, რათა ხალხმა შეძლოს ხმა მიაწვდინონ თავის ახლობლებს",-თქვა სვიატოსლავ პალამარმამ.