უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება უნდა დაიწყოს. როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტს ძალადობას.
"უკრაინას არ აქვს ლოდინის დრო. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. როცა ტირანია იწყებს აგრესიას ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც ევროპაში მშვიდობა დგას, საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. განსაკუთრებით ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. შემდეგ რუსეთი ამას იგრძნობს, მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ძიება დაიწყოს და უშინაარსო ძალადობა დასრულდეს",-თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.