"გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინა NATO-ში არ შეუშვეს" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 2008 წელს, საფრანგეთმა და გერმანიამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინას NATO-ში გაწევრიანების უფლება არ მისცეს.

კულებას თქმით, სწორედ ამ შეცდომის საფასურს იხდის ახლა უკრაინა, რადგან ის რომ NATO-ს წევრი ყოფილიყო, ომი არ მოხდებოდა.

"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავით, ეს ომი არ მოხდებოდა. სტრატეგიული შეცდომა, რომელიც 2008 წელს დაუშვეს გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებმაც უკუაგდეს აშშ-სა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა NATO-ში უკრაინის გაწევრიანებზე, არის ის რისთვისაც ჩვენ ახლა ვიხდით. ამ შეცდომის საფასურს არა გერმანია და საფრანგეთი არამედ, უკრაინა იხდის",-თქვა დმიტრო კულებამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი