რუსებმა ჩერნობილიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს, რომელსაც მათი მოკვლა შეუძლია | უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კვლევითი ლაბორატორიიდან რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს რომელსაც მათი მოკვლა შეუძლია.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის მიმდებარე ზონის მართვა ევალება, სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი ჯარისკაცები ეკოცენტრის კვლევითი ბაზის საწყობში შევიდნენ და 133 ერთეული რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

"ამ აქტივობის მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოდ საშიშია, როცა მას არაპროფესიონალურად გამოიყენებენ. ამ დროისთვის მოპარული წყაროების ადგილმდებარეობა უცნობია",-წერია უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი