ოკუპანტების მიერ გაუპატიურებული და ნაწამები ბავშვები | რუსული არმიის სისასტიკე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

ჯოჯოხეთი დედამიწაზე - სხვა სიტყვებით შეუძლებელია აღწერო ის ბოროტება, რაც რუსულმა არმიამ უკრაინულ ქალაქებში ჩაიდინა და ჩადის. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს მომდევნო სიუჟეტში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ ენით აღუწერელ სისასტიკეს, ამიტომ, გთხოვთ, პატარები მოაცილოთ ეკრანებს. 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 176 ბავშვი მოკლა, მაგრამ ამ  რიცხვის მიღმა ნამდვილი ჯოჯოხეთი იმალება.

პატარები სისტემატიურად ხდებოდნენ რუსი ჯარისკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხშირად მათ მშობლების თვალ წინ აუპატიურბდნენ და ერთ შემთხვევაში 14 წლის გოგონას კბილებიც კი დააძრეს. არის ინფორმაცია, რომ რუსების მიერ გაუპატიურებულ ბავშვებს შორის არის 1 წლის პატარაც. 1 წლის, რომელსაც იმ სადისტმა ვიდეოც კი გადაუღო. სხვებს - ვინც უცერემონიოდ დახვრიტეს, ალბათ - გაუმართლათ კიდეც.

ისტორიები, რომელსაც ახლა უფლებადამცველები უკრაინაში დოკუმენტებით აგროვებენ, უბრალოდ შოკისმომგვრელია. მაგრამ არა ახალი, მსგავსი იმისა, რაც წლების განმავლობაში მეორდებოდა ჩეჩნეთში, აფხაზეთში, მეორე მსოფლიო ომის დროს და ყველგან სადაც რუსული ჩექმა ფეხს დადგამდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი